წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები ქალაქ ზუგდიდში საინტერესო მასტერკლასს დაესწრნენ
07-08-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა და მისი საგანმანათლებლო ლიდერი ფაქიზო ფანჩულიძე პედაგოგთა პროფესიულ ზრდაზე მუდმივად ზრუნავს.

სწორედ აღნიშნული მიზნით, სკოლის დირექტორი ფ.ფანჩულიძე და პედაგოგები - ი.წულუკიძე, ა.ნაფეტვარიძე და ლ.ჩირგაძე დაესწრნენ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო ტრენინგ-ცენტრ „ატომის“ ხელმძღვანელის - ცირა გულუას ორგანიზებით მოწყობილ მანანა ჯინჭარძის მასტერკლასს - „ღირებულებითი განათლება პედაგოგიკაში“. 

ტრენინგი მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.  „ქალბატონი მანანა მისთვის ჩვეული პროფესიონალი...“-ასე აფასებენ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მანანა ჯინჭარძის მასტერკლასს.

დირექტორი და პედაგოგები სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203