გაიცანით, ჭიათურის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული დავით აბესაძე, რომელმაც ინგლისური ენის გამოცდაზე 70-დან 70 ქულა აიღო
07-08-2023

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები, ტრადიციულად, ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს აღწევენ. 

წელს, ინგლისური ენის გამოცდაზე მაქსიმალური 70 ქულა მოიპოვა ოქროს მედლის კანდიდატმა კურსდამთავრებულმა დავით აბესაძემ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დავით აბესაძე სწავლის გაგრძელებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აპირებს, კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით, იმედი აქვს, ქართულსა და მათემატიკაში მიღებული მაღალი ქულებიც დაეხმარება, სურვილი აიხდინოს და აღნიშნულ სასწავლებელში ჩაირიცხოს. თვლის, რომ ინგლისური ენის საფუძვლიანი ცოდნა ძალიან გამოადგება, რადგან აღნიშნულ სასწავლებელში სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ გამოცდაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, დავითი ამბობს, რომ დარწმუნებული იყო, 70 ქულას აიღებდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლაში 12 წელი ინგლისურს პედაგოგი ნათია უზნაძე ასწავლიდა, სასიხარულოა, რომ მას ამაგი დაუფასდა. დავითის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის დირექციასა და ყველა პედაგოგს, განსაკუთრებით - მისაღებ გამოცდებზე ჩაბარებული საგნების, ინგლისურის, მათემატიკისა და ქართულის, მასწავლებლებს.

„ჭიათურის N2 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს დავით აბესაძეს ამ წარმატებას და უსურვებს დასახული მიზნის ასრულებას. ასევე, ჭიათურის N2 საჯარო სკოლისა და სხვა სკოლების კურსდამთავრებულებს ვულოცავთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებებს.  ეს მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203