სენაკის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე სალომე ხარებავა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულია 
07-08-2023

გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება განსაკუთრებით ახარებთ. 

ერთ-ერთი ასეთი წარმატებული მოსწავლეა მეთერთმეტეკლასელი სალომე ხარებავა, რომელმაც ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაში გაიმარჯვა და ბრიტანეთის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობით დაჯილდოვდა. 

სკოლის დირექტორი ნინო გოგელიძე და ინგლისური ენის პედაგოგი ნათია დარსალია მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ. 

„გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ნინო გოგელიძე და ინგლისური ენის პედაგოგი ნათია დარსალია ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ ამავე სკოლის XIგ კლასის მოსწავლეს სალომე ხარებავას English School Education-ის მიერ შეთავაზებულ Toefel-ის ოლიმპიადაში გამარჯვებასა და ბრიტანეთის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203