„ვამაყობთ თქვენით!“ - კოდის საჯარო სკოლის ოცდაცამეტმა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულა
07-08-2023

სხვადასხვა საგანში აბიტურიენტთა პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა. ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს. 

სკოლის ოცდაცამეტმა აბიტურიენტმა წარმატებით დაამთავრა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მათ შორის შვიდმა კურსდამთავრებულმა - მარიამ კობერიძემ, ელენე ბაჯიაშვილმა, ანანო ბასიშვილმა, სალომე ედიშერაშვილმა, ნია ლიპარიძემ, ანი დალაქიშვილმა და ლიზი ფადარაშვილმა მაღალი ქულები მოიპოვა. 

  • მარიამ კობერიძე - ქართული ენა 57 ქულა;
  • ისტორია- 57 ქულა;
  • ინგლისური ენა- 69 ქულა;
  • ელენე ბაჯიაშვილი- ქართული ენა 59 ქულა.
  • ინგლისური ენა 69 ქულა;
  • ანანო ბასიშვილი - ინგლისური ენა 70 ქულა;
  • სალომე ედიშერაშვილი - ინგლისური ენა 67 ქულა;
  • ნია ლიპარიძე - ინგლისური ენა 65 ქულა;
  • ანი დალაქიშვილი , ლიზი ფადარაშვილი - ინგლისური ენა 63 ქულა.

სკოლის დირექტორი დალი გაბრიჭიძე მოსწავლეთა დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერია. დირექტორი, სკოლის სახელით, მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და მათ სასურველ უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებზე ჩარიცხვას უსურვებს.

„ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები და სასკოლო საზოგადოება, ულოცავენ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და მომავალ წარმატებებს უსურვებენ. 

ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა გქონოდეთ, ვამაყობთ თქვენით“, - ვკითხულობთ დალი გაბრიჭიძის გავრცელებულ წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203