გორის N3 საჯარო სკოლას სამი უმაღლესქულიანი აბიტურიენტი ჰყავს - კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდაზე, ინგლისურ ენაში 70-დან 70 ქულა აიღეს
04-08-2023

გორის N3 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული უმაღლესი შეფასებით ასახელეს. 

სკოლის სამმა აბიტურიენტმა - თეო კირაძემ, ნინო ჩაგელიშვილმა და დავით ტრაპაიძემ, ინგლისურ ენაში უმაღლესი შეფასება - 70-დან 70 ქულა მოიპოვა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფაკულტეტზე ჩარიცხვას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირების შეფასების გაცხადებით დაიწო. უცხოური ენების  ტესტირების შედეგები კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2 აგვისტოს გამოაქვეყნა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203