წინსვლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ზურა თავართქილაძემ ეროვნულ გამოცდაზე, უცხოურ ენაში მაქსიმალური ქულა დაიმსახურა
04-08-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ზურა თავართქილაძეს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, უცხოურ ენაში უმაღლესი შეფასება აქვს. 

ზურა თავართქილაძემ მაქსიმალური ქულა - 70-დან 70 ინგლისურ ენაში დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებული სკოლაშიც შრომისმოყვარეობითა და აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა. ზურა თავართქილაძე ოქროს მედლის კანდიდატია. 

წინსვლის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას უსურვებენ. 

„წინსვლის საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანმა მოსწავლემ ინგლისურ ენაში 70 ქულიდან 70 აიღო. წარმატებები მას“-, ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირების შეფასების გაცხადებით დაიწო. უცხოური ენების ტესტირების შედეგები კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2 აგვისტოს გამოაქვეყნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203