70-დან 70 ქულა - სენაკის N1 სკოლის აბიტურიენტის - თათია მიქავას წარმატება ინგლისური ენის გამოცდაში
04-08-2023

გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, თათია მიქავამ ეროვნულ გამოცდაზე, უცხოურ ენაში მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა.

თათია მიქავამ ინგლისური ენის გამოცდაში 70-დან 70 ქულა მოიპოვა. 

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ.

„სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ მას წარმატებას!“-აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირების შეფასების გაცხადებით დაიწო. უცხოური ენების ტესტირების შედეგები კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2 აგვისტოს გამოაქვეყნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203