ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ შედეგს ულოცავენ და მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობენ
04-08-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლაში განსაკუთრებით ახარებთ მოსწავლეთა წარმატება, რომელთა სწავლა განათლებაში პედაგოგებმა უდიდესი შრომა ჩადეს. 

წელს, სკოლას ჰყავდა ოთხი აბიტურიენტი, რომელთაც სკოლაში გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ოთხივემ გამოცდებზე სასურველი შედეგი აჩვენა, რაც, ნამდვილად, სასიხარულოა. 

სკოლის პედაგოგები, დირექტორ ევგენი სურმანიძის ხელმძღვანელობით, აბიტურიენტებს წარმატებას, პედაგოგებს კი მათ შრომის დაფასებას ულოცავენ. 

„ფუშრუკაულის საჯარო სკოლას წელს ჰყავდა ოთხი აბიტურიენტი და ოთხივემ მიაღწია შედეგს. ვულოცავთ, ყველა პედაგოგს, ვინც წვლილი შეიტანა მათ წარმატებაში. მათ შორის - ლიანა ჯაიანს,  ბექა ჯაიანს, თამთა სურმანიძეს, დიანა სურმანიძესა და დარინა სურმანიძეს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

ინფორმაციას სკოლის წარმომადგენელი ლიანა ჯაიანი გვაწვდის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203