სენაკის N3 სკოლის კურსდამთავრებულმა, ილონა ცინარიძემ ეროვნულ გამოცდაზე, ინგლისურ ენაში მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა
03-08-2023

სენაკის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ილონა ცინარიძეს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, უცხოურ ენაში უმაღლესი შეფასება აქვს.

ილონა ცინარიძემ ინგლისური ენის გამოცდაში 70-დან 70 ქულა მოიპოვა. 

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ.

სკოლის დირექტორი მარინე ნანეიშვილი და პედაგოგები ილონა ცინარიძეს წარმატებას ულოცავენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფაკულტეტზე ჩარიცხვას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირების შეფასების გაცხადებით დაიწო. გუშინ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203