გუბისწყლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, თამარ ქაშიბაძემ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, უცხოურ ენაში მაქსიმალური ქულა მოიპოვა
03-08-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ თამარ ქაშიბაძეს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, უცხოურ ენაში უმაღლესი შეფასება აქვს.

თამარ ქაშიბაძემ ინგლისურ ენაში 70-დან 70 ქულა აიღო.

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატება ახარებთ და მას სასურველ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირების შეფასების გაცხადებით დაიწო. გუშინ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203