
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დამთავრდა.
სკოლაში განსაკუთრებით ახარებთ მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება.
სკოლის საბაზო საფეხური წელს 6- მა მოსწავლემ - გიორგი ხაბელაშვილმა, ნანა ჩიქოვანმა, მაგდა ჩიქოვანმა, მიშიკო გახარიამ, ანანომ პაპავამ და გიგი გახარიამ (ორი მათგანი შემოერთებული მე-2 კორპუსის მოსწავლეა) მაღალი აკადემიური მოსწრებით დაასრულა. მოსწავლეები პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„მშობლიური სკოლა მოსწავლეებს ულოცავს მიღწეულ შედეგებს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს!..“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: