კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის კურსდამთავრებულმა ეროვნულ გამოცდაზე, ინგლისურ ენაში უმაღლესი ქულა დაიმსახურა
03-08-2023

ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის კურსდამთავრებულ ელისაბედ სიამაშვილს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, უცხოურ ენაში უმაღლესი შეფასება აქვს.

ელისაბედმა 70-დან 70 ქულა​ ინგლისურ ენაში დაიმსახურა. 

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას უსურვებენ. 

„ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის კურსდამთავრებულმა ელისაბედ სიამაშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ინგლისურ ენაში, მაქსიმალური 70 ქულიდან 70 ქულა აიღო. ვულოცავთ ელისაბედს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირების შეფასების გაცხადებით დაიწო. გუშინ, კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203