„მშობლიური სკოლა ამაყობს წარჩინებულებით“ - მუხურის თემის საჯარო სკოლა სამმა კურსდამთავრებულმა ოქროს მედალზე დაამთავრა
03-08-2023
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დამთავრდა. 

სკოლის სრული კურსი წელს 21-მა ახალგაზრდამ დაამთავრა, მათ შორის სამი: ეკა თოლორდავა, თაბუკა შოგირაძე და გიორგი გახარია, ოქროს მედლის კანდიდატია.

სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება განსაკუთრებით ახარებთ, შედეგს ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„მშობლიური სკოლა ამაყობს წარჩინებულებით, ულოცავს სასკოლო ეტაპზე მიღწეულ
შედეგებს და წარმატებებს უსურვებს მათთან ერთად ყველა კურსდამთავრებულს
ეროვნულ გამოცდებზე“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203