საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ თეკლე ფიფიას ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, ინგლისურ ენაში უმაღლესი შეფასება აქვს
02-08-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის​ საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლა 2023 წლის კურსდამთავრებულმა, თეკლე ფიფიამ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მოპოვებული მაქსიმალური შედეგით ასახელა.

თეკლე ფიფიამ უმაღლესი შეფასება ინგლისურ ენაში დაიმსახურა.

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეს ინგლისურ ენაში საერთაშორისო გამოცდა აქვს ჩაბარებული და ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს ფლობს. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გუშინ, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირების შეფასების გაცხადებით დაიწო. დღეს, კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203