საგარეჯოს N1 სკოლის კურსდამთავრებულებმა - თიკა სამყურაშვილმა და ელენე მათიაშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, უცხო ენაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს
02-08-2023

საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის ორ კურსდამთავრებულს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, უცხო ენაში უმაღლესი შეფასება აქვს. 

სკოლაში თიკა სამყურაშვილისა და ელენე მათიაშვილის წარმატებით ამაყობენ. ახალგაზრდებმა უცხო ენაში უმაღლესი - 70 ქულა დაიმსახურეს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებს: თიკას და ელენეს, ვულოცავთ, უცხო ენის გამოცდის გამორჩეულ შედეგს - 70/70. ვამაყობთ და წარმატებებს ვუსურვებთ ყველა კურსდამთავრებულს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გუშინ, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირების შეფასების გაცხადებით დაიწო. დღეს, კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203