„ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ“- თხინვალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, თორნიკე ბოლქვაძემ ინგლისური ენის გამოცდაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა
02-08-2023

დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, თორნიკე ბოლქვაძემ გამოცდაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. 

კურსდამთავრებულმა გამოცდაზე მაქსიმალური 70 ქულიდან 65 ქულა დააგროვა.

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას უსურვებენ. 

„თხინვალის საჯარო სკოლის პედაგოგები ვულოცავთ თორნიკეს და მრავალ წარმატებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გუშინ, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირების შეფასების გაცხადებით დაიწო. დღეს, კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203