ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ორი მოსწავლე ხელბურთელ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრების წევრია
02-08-2023

ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეების -მარიამ ოდიკაძისა და დიანა არაბიძის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

სკოლის ორი მოსწავლე გოგონა, საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრების წევრია. მარიამ ოდიკაძე და დიანა არაბიძე, ნაკრების შემადგენლობაში, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, რომელიც 5-13 აგვისტოს აზერბაიჯანში გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც სლოვენიას, ლიეტუვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას და აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203