დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულ ანა ქათამაძეს ქართულისა და უცხოური ენის გამოცდებზე მოპოვებულ მაღალ შეფასებას ულოცავს
02-08-2023
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ორი საგნის ტესტირების შედეგები უკვე გამოაქვეყნა. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ანა ქათამაძეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აქვს. 

ანა ქათამაძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულიდან 58 ქულა დაიმსახურა, ინგლისურ ენაში კი 70 ქულიდან 64 მოიპოვა.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და მის გულმხურვალე გულშემატკივრებად რჩებიან. 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულს - ანა ქათამაძეს, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულიდან მიიღო 58 ქულა, ხოლო ინგლისურ ენაში მაქსიმალური 70 ქულიდან 64 ქულა“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გუშინ, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირების შეფასების გაცხადებით დაიწო. დღეს, კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203