აჭყვას საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგ მირანდა ქათამაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 
02-08-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე უწყვეტად ზრუნავენ.

ამჯერად, სტატუსი ინგლისური ენის პედაგოგმა, მირანდა ქათამაძემ აიმაღლა. პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. 

სკოლაში მასწავლებელს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ. 

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლა ულოცავს ინგლისური ენის პედაგოგ  მირანდა ქათამაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას. უსურვებს წარმატებულ პედაგოგიურ მოღვაწეობას!“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლების ნაწილს, ვინც პროფესიული საქაღალდე კომისიას წარუდგინა, eSchool-ის ბაზაში სტატუსი უკვე აესახა.

​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203