ქობულეთის N2 სკოლას 4 უმაღლესქულიანი აბიტურიენტი ჰყავს - დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ შედეგს ულოცავენ
02-08-2023

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლა 2023 წლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული მაქსიმალური შედეგებით ასახელეს.

დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად, ინგლისური ენის გამოცდაში, აბიტურიენტებმა - ლუკა წიქარიშვილმა, მარი ხარაზმა და ქეთევან თხილაიშვილმა უმაღლესი, 70 ქულა მოიპოვეს.

მარიამ ჭყონიამ, კი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩააბარა მაქსიმალურ ქულაზე, შთამბეჭდავია ასევე მისი ინგლისურ ენაში მოპოვებული შეფასება, აბიტურიენტმა უცხოური ენის გამოცდაზე 69 ქულა დააგროვა.

მოსწავლეებმა, ამ დიდი წარმატების მისაღწევად თავი არ დაზოგეს და წარჩინებული მოსწავლეობა საუკეთესო შედეგებით დააგვირგვინეს, ახლა კი, საუკეთესო მოლოდინებით ელიან დანარჩენი საგნების შედეგებს.

სკოლა, ამაყობს აბიტურიენტთა მიღწევით, სასახელო კურსდამთავრებულებს ულოცავს წარმატებას და მათ საუკეთესო მომავალს უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203