ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა ინგლისური ენის გამოცდაზე მაღალი შეფასება დაიმსახურეს
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აქვთ. დღეს, აბიტურიენტთა უცხოური ენების ტესტირების შედეგები გამოქვეყნდა. ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა, ინგლისურ ენაში მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
- ქეთევან მანჯავიძე - 67;
- თედო სებისკვერაძე - 66;
- თაკო სებისკვერაძე - 61.
გიმნაზიაში აბიტურიენტთა მიღწევები ახარებთ და მათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
„ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ გიმნაზიაში.
აღსანიშნავია, რომ უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70.
გუშინ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა. ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ასევე მაღალი შეფასება
აქვთ.