„გილოცავთ​ და გვეამაყებით“-  ვაზიანის საჯარო სკოლის ოთხი კურსდამთავრებული ოქროს მედლის კანდიდატია 
02-08-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლისთვის 2022-2023 სასწავლო წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო.

წელს, კურსდამთავრებულთა შორის მედლის ოთხი კანდიდატია. მათგან სამმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ერთმა კი - ვერცხლის. 

ოქროს მედალზე წარდგენილნი არიან - ნინო დალაქიშვილი, გვანცა დალაქიშვილი, გიორი ჟამურელი. ვერცხლზე კი მარიამ ოღრაპიშვილი. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.  

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს, მასწავლებლებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს კურსდამთავრებულებს ამ დიდი წარმატებას. პედაგოგებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში კიდევ უამრავ წინსვლას და წარმატებას, სკოლას ოქროს და ვერცხლის მრავალ კურსდამთავრებულს, ჩვენს საამაყო კურსდამთავრებულებს კი მაღალ ქულებს და უამრავ წარმატებას მომავალში. გილოცავთ ბავშვებო, გვეამაყებით....

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203