
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლაზე ზრუნავენ.
სკოლის რუსული ენის პედაგოგმა ლილი ექსეულიძემ მენტორი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სკოლაში მასწავლებლის წინსვლა ახარებთ და უმაღლესი სტატუსის მინიჭებას ულოცავენ.
აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლების ნაწილს, ვინც პროფესიული საქაღალდე კომისიას წარუდგინა, eSchool-ის ბაზაში სტატუსი უკვე აესახა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.