
დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა.
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ, მათ გულმხურვალე გულშემატკივრებად რჩებიან და ახალგაზრდებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას უსურვებენ.
„ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ გიმნაზიაში.
შეგახსენებთ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მაქსიმალური ქულაა 60.
იხილეთ ფოტოები: