დიდი დმანისის საჯარო სკოლას წელს მედლის ორი კანდიდატი ჰყავს, საბაზო საფეხური კი წარჩინებით გელა მარტიაშვილმა და მარიამ გოგაშვილმა დაამთავრეს
31-07-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

წელს სკოლა წარჩინებით ორმა მოსწავლემ დაამთავრა. მარიამ გოგავა და თამთა ტატუაშვილი ოქროს მედლის კანდიდატები არიან. 

სკოლის საბაზო საფეხური კი წარჩინებით - გელა მარტიაშვილმა და მარიამ გოგაშვილმა დაამთავრეს. მოსწავლეები პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან. 

სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203