
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებით ნიჭისა და უნარების განვითარება-წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი სასწავლო წლის მანძილზე სკოლაში არაერთი ღონისძიება ჩატარდა.
მათ შორის სკოლაში გაიმართა პრემიერა სპექტაკლისა „ბოშები“ ( ნ.დუმბაძე). სპექტაკლში მონაწილეობდნენ სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეები. რეჟისორი გახლავთ დათო დარსალია, მოსწავლეთა პედაგოგი კი - დათო შენგელია.
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოიგეს.
„სცენაზე ცეცხლოვანი ბოშების გვერდით მოქმედებდნენ არანაკლებ სხარტი და მოქნილი გურულები (ნინიჩქა, ეფროსინე, მაცაცო, ქსენია...), ბოშათა ბელადი -გრიშა, კუკარაჩასავით კეთილი, მაგრამ სვებედნიერი პოლიციელი -კ იკიტია, კეთილშობილი შეურაცხადი - დიდროია...უხუცესი ქიშვარდი და ქალბატონი იულია - ნოდარას ბებია. მოქმედებაში ჩაერთნენ ხატია და სოსოია...“,- გვიყვებიან სკოლაში.
სპექტაკლმა ჩხოროწყუს მოსწავლე-ახალგაზრდობის დარბაზის სცენაზეც გადაინაცვლა და მაყურებელთა მოწონება და ოვაციები გამოიწვია.
„წარმატებებს ვუსურვებთ სკოლის თეატრალურ დასს, ასევე მადლობას ვუხდით რეჟისორს, პედაგოგს, ნორჩ მსახიობებს...“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: