ბარდნალის საჯარო სკოლას კიდევ ერთი წამყვანი მასწავლებელი შეემატა - სტატუსი სოფო მიქაძემ აიმაღლა 
31-07-2023

ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. სკოლას კიდევ ერთი წამყვანი პედაგოგი შეემატა. 22 მასწავლებლიდან უკვე 10 პედაგოგი, წამყვანის სტატუს ატარებს. 

ამჯერად, სტატუსი სოფო მიქაძემ აიმაღლა.

სკოლის დირექცია და კოლეგები პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.

„სოფო, ნიჭიერო, გამრჯე, დაუღალავო, პასუხისმგებლობიანო, გულისხმიერო, საიმედო კოლეგა და მეგობარო, გილოცავთ სტატუსის ამაღლებას - წამყვან მასწავლებლობას, რომელსაც შენი თავდადებული შრომითა და მიზანდასახულობით მიაღწიე!

კვლავაც წინსვლა-წარმატებები პედაგოგიურ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში!

ჩვენი სკოლის 22 პედაგოგიდან უკვე 10, წამყვანი მასწავლებლის სტატუსით, ასევე მოსწავლეთა კონტინგენტის საგრძნობი მატება, რაც ყოველი ჩვენგანის მოტივაციასაც გაზრდის და სკოლის პრესტიჟსაც კიდევ უფრო აამაღლებს!  ბედნიერი და წარმატებული დღეები ყველას, კოლეგებო!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლების ნაწილს, ვინც პროფესიული საქაღალდე კომისიას წარუდგინა, „ესქულის“ ბაზაში სტატუსი უკვე აესახა.

​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203