შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაბა შუახევის საჯარო სკოლაში IX-X და XI-XII კლასის მოსწავლეებს შორის ისტორიაში საგნობრივი მუნიციპალური კონკურსის მეორე დასკვნითი ტური ჩატარდა.
პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები ორივე კატეგორიაში გამოვლინდნენ, კერძოდ:
IX-X კლასი
I ადგილი - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლა, სოფიკო ჭაღალიძე (X კლასი) - 30 ქულა;
II ადგილი_იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლა,ირმა დიასამიძე (X კლასი)_ 28 ქულა;
III ადგილი_შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლა, რეზო დავითაძე (IX კლასი)_25 ქულა;
XI-XII კლასი
I ადგილი - საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლა, მარიამ შანიძე (XI კლასი) - 42 ქულა ;
II ადგილი - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლა, ნინო დავითაძე (XI კლასი) - 40 ქულა ;
III ადგილი - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლა, ქეთი ფუტკარაძე (XI კლასი) - 37 ქულა.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შორის სწავლის პროცესის გაუმჯობესებას ემსახურება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს