ჭაგნის საჯარო სკოლის მოსწავლე ნოე არველაძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა 
31-07-2023

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება განსაკუთრებით ეამაყებათ და ახარებთ. 

წელს სკოლის საბაზო საფეხური წარჩინებით ნოე არველაძემ დაამთავრა. მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარია. 

ამასთანავე ნოემ ჩააბარა ქუთაისის გიორგი კვინიკაძის სამხედრო ლიცეუმში და გახდა კადეტი.

სკოლის დირექტორი ნათელა შენგელია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„ჭაგნის სკოლა და მთელი კოლექტივი ამაყობს მისით და ვუსურვებთ წარმატებებს და წინსვლას“,- აღნიშნულია სკოლის წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203