ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლემ ქართული ენის კონკურსში ქვეყნის მასშტაბით მესამე ადგილი დაიკავა
09-05-2018
ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ნიჟარაძემ SMART Competition-ის სასკოლო ოლიმპიადის ქართული ენის კონკურსში მეხუთე კლასელებს შორის ქვეყნის მასშტაბით მესამე ადგილი დაიკავა.
ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.
მარიამი დიპლომითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდა. ღონისძიებას სმარტ მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სკოლა მარიამს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს