ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ექვსი კურსდამთავრებული მედლის კანდიდატია 
31-07-2023

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს. 

გიმნაზიაში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და ახალგაზრდების მოტივაცია პრიორიტეტულია, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

წელს სკოლა მედალზე ექვსმა მოსწავლემ დაამთავრა. დავით ლომსაძე, ქეთევან მანჯავიძე, თაკო სებისკვერაძე და თედო სებისკვერაძე ოქროს მედლის კანდიდატები არიან, ქრისტინე ლაცაბიძე და თინათინ შარიქაძე კი - ვერცხლის.  მოსწავლეთა კლასის დამრიგებელი ზეინაბ ბუაჩიძე გახლავთ. 

გიმნაზიაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება ახარებთ, მათ გულმხურვალე გულშემატკივრებად რჩებიან და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203