ვეტერანი სპორტსმენი მელანია დოლიძე, თავის აღსაზრდელებთან ერთად, განვითარებ​ასა და წარმატებას აგრძელებს
31-07-2023

ვეტერანი სპორტსმენი მელანია დოლიძისთვის განვითარება და პროფესიული წინსვლა უმნიშვნელოვანესია. ის მუდმივად სიახლეების ძიებაშია. ის მოსწავლეებს წარმატებით წვრთნის და ჯანსაღი ცხოვრების წესს უნერგავს. 

ახლა კი, ვეტერანი სპორტსმენი მოღვაწეობას ბათუმის სპორტული ცენტრის შემადგენლობაში გააგრძელებს. ბათუმის სპორტულ ცენტრს მინდვრის ჰოკეის სპორტული სექცია დაქვემდებარებაში ოფიციალურად გადაეცა. მწვრთნელი, თავის აღსაზრდელებთან ერთად, დიადი მიზნებით, გააგრძლებენ გზას განვითარებისა და წარმატებისკენ. 

მინდვრის ჰოკეის გუნდში 50 - მდე მოზარდია გაწევრიანებული, რომლებსაც ბავშვებისთვის განსაკუთრებით საყვარელი მწვრთნელი - მელანია დოლიძე, მთელი დატვირთვითა და დიდი შემართებით ავარჯიშებს.

ცნობისთვის, სპორტულ სექციაში ჩართვა გოგონებსა და ვაჟებს ექვსი წლის ასაკიდან შეეძლებათ და სწავლება სრულიად უფასო იქნება.

როგორც მწვრთნელი აღნიშნავს, გუნდის განვითარების მხრივ მათი სპორტულ ცენტრთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი აზრით ახალგაზრდები მეტად დაინტერესდებიან ამ სპორტით და აქტიურად შეუერთდებიან გუნდს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203