სპასოვკის N1 საჯარო სკოლა წელს წარჩინებით ნათია ვანაძემ დაამთავრა, ორი მოსწავლე კი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარია
31-07-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დამთავრდა.

 სკოლაში განსაკუთრებით ახარებთ მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება.

წელს სკოლა წარჩინებით ნათია ვანაძემ დაამთავრა. კურსდამთავრებული ვერცხლის მედლის კანდიდატია. 

სკოლას ასევე ჰყავს საბაზო საფეხურის ორი წარჩინებული კურსდამთავრებული. თორნიკე ვანაძე და მეგი მიქელაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203