
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული თამარ როსტიაშვილი სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის - დავით სონღულაშვილის ინიციატივით. წარჩინებული მოსწავლეები, რომელთა შორისაც იყო პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის ოქროს მედლის კანდიდატი თამარ როსტიაშვილი საქართველოს პარლამენტში მიიწვიეს.
მოსწავლეებმა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს და პლენარული სესიის მიმდინარეობას დაესწრნენ.
იხილეთ ფოტოები: