პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული თამარ როსტიაშვილი საზეიმოდ დაჯილდოვდა 
31-07-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული მოსწავლე აღუზრდია. მათ შორისაა 2023 წლის კურსდამთავრებული თამარ როსტიაშვილი, რომელიც ოქროს მედლის კანდიდატია. 

მოსწავლე, წინანდალში, კახეთის წარჩინებული ახალგაზრდების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე, სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა. 

ღონისძიებაზე რეგიონის მოსწავლეთა წარმატება აღინიშნა.

ახალგაზრდებს წარმატება პარლამენტის დეპუტატებმა - დავით სონღულაშვილმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და კახეთის გუბერნატორმა გიორგი ალადაშვილმა, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად, მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203