უჩხოს საჯარო სკოლა დიანა ბოლქვაძემ წარჩინებით დაამთავრა, ორი მოსწავლე კი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდება
28-07-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს. 

მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება სკოლაში განსაკუთრებით ახარებთ.

წელს სკოლა წარჩინებით დიანა ბოლქვაძემ დაამთავრა, სკოლას ასევე ჰყავს საბაზო საფეხურის ორი წარჩინებული კურსდამთავრებული. მანუჩარ დეკანაძე და თომა ბოლქვაძე  პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი ბენეფიციარები არიან. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203