საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია წელს წარჩინებით 6-მა მოსწავლემ დაამთავრა 
28-07-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა მოტივაციასა და მათი აკადემიური მოსწრების წახალისებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ნაყოფიერი სასწავლო წელი მოსწავლეთა სწავლაში მიღწეულმა წარმატებამ დააგვირგვინა. სკოლას წელს მედლის 6 კანდიდატი მოსწავლე ჰყავს. 

წელს სკოლა წარჩინებით ლალი გაჩეჩილაძემ, სოფო კუბულაშვილმა, ​ლაშა სამხარაძემ, გიორგი ლომიძემ, ლუკა მახარაძემ და გიგა ნაკაშიძემ დაამთავრეს. ლალი გაჩეჩილაძე და სოფო კუბულაშვილი ვერცხლის მედლის კანდიდატები არიან, ლაშა სამხარაძე, გიორგი ლომიძე, ლუკა მახარაძე და გიგა ნაკაშიძე კი ოქროს. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...