კოდის საჯარო სკოლა წელს წარჩინებით სამმა მოსწავლემ დაამთავრა, 7 კი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ლეპტოპით დაჯილდოვდება
28-07-2023

ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლაში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისებასა და სწავლის სტიმულის მიცემას დიდი ყურადღება ექცევა, შესაბამისად განსაკუთრებით ახარებთ მოწაფეთა სწავლა-განათლებაში მიღწეული წარმატება. 

სკოლა წელს წარჩინებით სამმა მოსწავლემ დაამთავრა. სამივე ოქროს მედლის კანდიდატია. 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები არიან:

  1. ელენე ბაჯიაშვილი;
  2. ანი დალაქიშვილი;
  3. მარიამ კობერიძე.

ასევე, სკოლას ჰყავს საბაზო საფეხურის 7 წარჩინებული კურსდამთავრებული. მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან. 

  1. ლუკა ოზგებიშვილი;
  2. ჯემუკა ოგანიშვილი;
  3. სალომე ბაჯიაშვილი;
  4. ციცია ჩინჩალაძე;
  5. ნია მურადაშვილი;
  6. გივი ღაღეთაშვილი;
  7. თორნიკე ჟუჟნიაშვილი.

სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203