
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიური მოსწრების წახალისებაზე აქტიურად ზრუნავენ. შესაბამისად მოსწავლეებიც აქტიურობითა და მონდომებით გამოირჩევიან.
აღსანიშნავია, მარიამ ოკუჯავასა და ეთო კილასონიას სწავლაში მიღწეული წარმატება. მოსწავლეებმა საბაზო საფეხური დაამთავრეს წარჩინებით და პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეები წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.