
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სკოლაში აკადემიური მოსწრებით თავი გამოიჩინეს მოსწავლეებმა - გიორგი შანთაძემ, ბაჩუკი ვანაძემ და ირაკლი ვანაძემ. მოსწავლეებმა საბაზო საფეხური დაამთავრეს წარჩინებით. ისინი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.
სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება ახარებთ და მათ წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.