თელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ შავაძემ, გიორგი მაჭარაშვილმა და დაჩი მაჭარაშვილმა საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს
28-07-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
მასწავლებლებმა მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მისაცემად ყველაფერი გააკეთეს, შესაბამისად სკოლაში განსაკუთრებით ახარებთ მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება.
აკადემიური მოსწრებით თავი გამოიჩინეს მარიამ შავაძემ, გიორგი მაჭარაშვილმა და დაჩი მაჭარაშვილმა. მოსწავლეებმა წარჩინებით საბაზო საფეხური დაამთავრეს. მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა