ტომაშეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ფუტკარაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარია
28-07-2023

თენგიზ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება განსაკუთრებით ახარებთ.

წელს საბაზო საფეხური წარჩინებით ლიზი ფუტკარაძემ დააგვირგვინა. მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარია. 

სკოლის დირექცია მოსწავლეს წარმატებას ულოცავს და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203