პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო გრძელაშვილმა საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა
28-07-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლაში განსაკუთრებით ახარებთ მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება. 

2022-2023 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა ერთმა მოსწავლემ, ნინო გრძელაშვილმა, რომელიც პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ბენეფიციარია.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„სკოლა ულოცავს ნინო გრძელაშვილს, ულევ სიხარულსა და წარმატებულ მომავალს უსურვებს, მასაც და სხვა მოსწავლეებსაც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203