
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დატვირთული იყო საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის აქტივობებით, პირველკლასელებისთვის წლის დასასრულიც ასეთივე საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა, პირველი კლასი შთამბეჭდავი ღონისძიებით - „ანბანის გაცილება“ დაასრულეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას ორგანიზება გაუწიაა კლასის ხელმძღვანელმა, ლარისა აფოზიანმა და მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
ღონისძიებაზე, ბავშვებმა წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და სკეტჩები. მოსწავლეთა ნიჭითა და შემოქმედებითობით
დამსწრე საზოგადოება მოხიბლული დარჩა, წარმოდგენამ მათი დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა გალია ირიციანმა, მშობლებმა და სკოლის პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს კლასის ხელმძღვანელს და თითოეულ მოსწავლეს გაწეული შრომისთვის და უსურვეს წარმატება უკვე მე-2 კლასში.
იხილეთ ფოტოები: