
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორისაა თეიმურაზ წეველიძე, რომელიც 2023 წლის ოქროს მედლის კანდიდატია.
ყელქცეულის საჯარო სკოლაში კარგად ესმით მოსწავლეთა მოტივაციისა და აკადემიური მოსწრების წახალისების მნიშვნელობა.
სკოლაში მოსწავლის სწავლაში მიღწეული წარმატება ახარებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.