თბილისის N208 სკოლა თეონა გვრიტიშვილმა და თათა კაპანაძემ წარჩინებით დაამთავრეს, 4 მოსწავლე კი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ლეპტოპით დაჯილდოვდება
27-07-2023

თბილისის N208 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიური მოსწრების წახალისებაზე აქტიურად ზრუნავენ. სკოლაში მოწაფეთა სწავლაში მიღწეული წარმატება განსაკუთრებით ახარებთ. 

წელს სკოლა წარჩინებით თეონა გვრიტიშვილმა და თათა კაპანაძემ დაამთავრეს. თეონა გვრიტიშვილი ოქროს მედლის კანდიდატია, თათა კაპანაძე კი ვერცხლის.

სკოლას ასევე ჰყავს საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები - ბარბარე ჟღენტი, საბა რიჟამაძე, ნიკოლოზი ძამაშვილი და ელენე ყულიაშვილი. მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203