
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული მოსწავლე აღუზრდია.
მათ შორის არიან, 2021-2022 სასწავლო წლის მედალოსნები - ოქროსმედალოსანი ნინო მარკოიძე და ვერცხლისმედალოსანი დიანა ქარცივაძე.
2023 სასწავლო წელს სკოლა წარჩინებით ცეზარ ვაშაყმაძემ და ნიკა მარკოიძემ დაამთავრეს. კურსდამთავრებულები ვერცხლის მედლის კანდიდატები არიან.
სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება ახარებთ და ახალგაზრდებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.