თბილისის N120 სკოლას წელს ოქროს მედლის 10 კანდიდატი ჰყავს, 11-მა მოსწავლემ კი წარჩინებით საბაზო საფეხური დაამთავრა
27-07-2023

თბილისის N120 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი მოსწავლეთა სწავლაში მიღწეულმა წარმატებამ დააგვირგვინა. 

სკოლაში აქტიურად ახალისებენ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე დადებითად აისახება. 

წელს სკოლას 10 ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს. სკოლა წარჩინებით დაამთავრეს მოსწავლეებმა - ოთარ ბულიამ, საბა ვახტანგიშვილმა, ლუკა სუხიშვილმა, ნინო ზოზრაშვილმა, ლუკა ლაშაურმა, გიორგი ოდიშვილმა, ვახტანგ მაჭავარიანმა, გიორგი ზაქარაშვილმა, სოფო ზაქუტაშვილმა და ნინო გოგატიშვილმა. 

საბაზო საფეხური კი წარჩინებით დაამთავრა 11-მა მოსწავლემ. ლიზი გეგენავა, იოანე ვახტანგიშვილი, საბა ბალხამიშვილი, არჩილ იობაშვილი, ნუცა თევზაძე, ივანე კოშაძე, სალომე ადეიშვილი, გიორგი ბიწაძე, ბარბარე ბოჭორიშვილი, ანანო ხითარიძე, იოანე ოსაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან. 

სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება ახარებთ და ახალგაზრდებს წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203