წალკის N1 საჯარო სკოლას წელს 7 მედლის კანდიდატი ჰყავს, სამმა მოსწავლემ კი წარჩინებით საბაზო საფეხური დაამთავრა 
27-07-2023

წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022-23 სასწავლო წელიც, ტრადიციულად, წარმატებით დაასრულეს. საბაზო საფეხური 11-მა მოსწავლემ დაამთავრა. საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ნიკა მიქელაძეს, ლუკა ნანსყანს და თეკლა ხორგუანს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ლეპტოპები გადაეცემათ.

წელს, სკოლას საშუალო საფეხურის 20 კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორის 6 ოქროს, 1 კი ვერცხლის მედლის კანდიდატია. 

სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე ახალგაზრდებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

„დარწმუნებული ვარ, გიორგი ვიბლიანი, მათე ვიბლიანი, ლიზი იაკობაძე, ნუკრი მეკეიძე, მარიამ ნანსყანი, სვეტლანა სტეპანიანი, სოფიკო ვანაძე ეროვნული გამოცდებსაც წარმატებით დაძლევენ და გამორჩეული სტუდენტებიც იქნებიან. ვულოცავ ჩვენს წარჩინებულ მოსწავლეებს და ვუსურვებ წარმატებებს მომავალშიც!“- აღნიშნავს სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203