ზიკილიის საჯარო სკოლა გიორგი გასიშვილმა და ნინო ღვალაძემ მედალზე დაამთავრეს
27-07-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

წელს სკოლა წარჩინებით ორმა მოსწავლემ - გიორგი გასიშვილმა და ნინო ღვალაძემ დაამთავრეს. 

გიორგი გასიშვილი ოქროს მედლის კანდიდატია, ხოლო ნინო ღვალაძე ვერცხლის მედლის.

დირექცია მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203